вторник, 5 июня 2012 г.

ნიკოლოზ მჟავანაძე: იმედი მაქვს, სასამრთლო პროცესი ჩვენი გამარჯვებით და კიკვიძის პარკში პოლიციის მშენებარე შენობის დემონტაჟით დასრულდება


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’  სარჩელი კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის ასაშენებლად თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 9 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და პარკში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ადმინისტარციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მირანდა ერემაძემ   სასამართლო პროცესი 21 ივნისს დღის 10 საათზე დანიშნა.  ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელს ნიკოლოზ მჟავანაძეს  იმედი აქვს, რომ პროცესი მათი გამარჯვებით  და  კიკვიძის პარკში პოლიციის მშენებარე შენობის დემონტაჟით დასრულდება  რადგან თბილისის არქიტექტურის სამასახურის ბრძანება ეწინააღმდგება:
1. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
2. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.’’

четверг, 12 апреля 2012 г.

ნიკოლოზ მჟავანაძემ ნიკოლაძის ქუჩის მაცხოვრებლების დასახმარებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა


სანიტარული სამსახურის  და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის  გაუქმების შედეგად საქართველოში სანიტარიისა და ჰიგიენის მხრივ კატასტროფული შედეგი მივიღეთ. ბარ-რესტორნები  და სხვა სასკვების ობიექტები ისე ფუნქციონირებენ, რომ ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.  თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ხშირია შემთხვევები, როდესაც  ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური, bevrad aRemateba საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის # 297/ნ  ბრძანებით დამტკიცებულ sanitarul normebs, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  დღეს, აღნიშნული საკითხის კონტროლი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება, მაგრამ  კანონმდებლობიდან გამომდინარე მათ დამრღვევის მიმართ მხოლოდ გაფრთხილების მიცემა შეუძლიათ, რაც  მათ მუშაობას  არაეფექტურს ხდის.
დღეს ნიკოლაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აქცია-პრესკონფერენცია გამართეს მოთხოვნით ,,მოვითხოვთ ჯანმრთელ გარემოში   ცხოვრების უფლებას’’.
  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:   ,,ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული ბარ-რესტორნიდან ,,Uncle sam’’ ხმაურის გადამეტებული დონე, უკვე კარგა ხანია ფიქსირდება, რაც ექპერტიზის დასკვნებითა და სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებული შემოწმებებითაც ვლინდება, მაგრამ ამ ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს მაინც ხმაურისა და არანორმალურ გარემოში უხდება ცხოვრება.  ჩვენ ამ დღეებში ამ საკითხზე  უკვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, მაგრამ ბევრს ამის გაკეთება ფინანსური სახსრებიდან გამომდინარე არ შეუძლია.
ქალაქის მესვეურებისგან ვითხოვთ  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ამოქმედებას, რაც სიტუაციას ამ კუთხით გამოასწორებს. მითუმეტეს კონსტიტუციის 37-ე მუხლით სახელმწიფო ვალდებილია მოსახლეობას შეუქმნას ჯანმრთელი და უვნებელი  გარემო, ამიტომაც ნიკოლაძიის ქუჩის მაცხოვრებელნიც ამ მოთხოვნით გამოდიან ქალაქის ხელისუფლების წინაშე’’.